ნოღაიდელი ლავროვს შეხვდა

25 ნოემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც მოსკოვში დსთ–ს მთავრობათა მეთაურების სხდომას ესწრება, შეხვედრა გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან.


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო დსთ–სა და ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.


ნოღაიდელმა და ლავროვმა განსაკუთრებული ყურადღება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან მიმართებაში შექმნილ ვითარებასა და მათი დარეგულირების პერსპექტივებზე გაამახვილეს.

“მხარეებმა აღნიშნეს პოლიტიკური დიალოგის მეშვეობით ამ პრობლემების მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის აუცილებლობა, არსებული მოლაპარაკებებისა და სამშვიდობო ფორმატების გამოყენებით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში. 


თუმცა, მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართულ მხარეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებების არსებული ფორმატის შეცვლა სურს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version