ნოღაიდელმა და მილერმა თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს

მოსკოვში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და რუსეთის ენერგოკომპანია “გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა 24 ნოემბერს საქართველოსთვის გაზის მიწოდების, რუსული გაზის საქართველოს გავლით ტრანზიტისა და “გაზპრომსა“ და საქართველოს ენერგოკომპანიებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 


24 ნოემბერს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში “გაზპრომი” აცხადებს, რომ მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას 2006 წელს გაზის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ საერთაშორისო ნორმების შესაბამისი პირობების თანახმად. თუმცა, პრეს-რელიზში არ არის დაკონკრეტებული გარიგების დეტალები და არც გაზის ღირებულება, რომლის გადახდაც საქართველოს 2006 წლიდან მოუწევს.


“გაზპრომმა“ ადრე უკვე გააკეთა განცხადება საქართველოსთვის გაზის ღირებულების გაზრდის თაობაზე არსებული 63 აშშ დოლარიდან 110 აშშ დოლარამდე 1000 კუბურ მეტრზე.


ალექსეი მილერი და ზურაბ ნოღაიდელი ასევე შეთანხმდნენ შექმნან ერთობლივი რუსულ-ქართული საწარმო “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების სისტემის ექსპლოატაციისა და განვითარების მიზნით“, ნათქვამია “გაზპრომის” პრეს-რელიზში.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version