ბარამიძე ევროკავშირს მოსკოვთან არაპირდაპირობის გამო აკრიტიკებს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ  ევროკავშირი “რუსეთთან კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე არაადექვატურად საუბრის გამო“ გააკრიტიკა.


გიორგი ბარამიძე თბილისში 22 ნოემბერს გახსნილ ფორუმზე – “ევროპის თავისუფლების ახალი ტალღა“ გამოვიდა სიტყვით.


“ევროკავშირს არასდროს უსაუბრია რუსეთთან ადექვატურად კონფლიქტების მოგვარების თაობაზე. როდესაც [საქართველოს] პრეზიდენტმა [მიხეილ სააკაშვილმა] ევროკავშირის “ტროიკას“ მათი საქართველოში ვიზიტის დროს [ოქტომბერში] თხოვა ამის შესახებ, მათ უპასუხეს, რომ საქართველო არის გამორჩეულთა სიაში, თუმცა მათ შორის პრიორიტეტულ ადგილს ვერ იკავებს. ვფიქრობ, რომ ეს ცინიკურია“, – განაცხადა ბარამიძემ.


“ევროკავშირმა გარკვევით უნდა ისაუბროს საქართველოს პრობლემებზე. მათ [რუსულმა მხარემ] უნდა გაიგოს, რომ მაშინ როცა რუსეთი სეპარატისტებს უჭერს მხარს, ისინი თავის თავს ვნებენ. ევროკავშირმა პირდაპირ უნდა ესაუბროს რუსეთს. ეს არის ჩვენი აზრი. ეს არის რასაც თქვენგან [ევროკავშირისგან] ვითხოვთ. ჩვენ ამგვარი მხარდაჭერა გვჭირდება. ჩვენ ევროკავშირისგან მეტს ველით. ეს ჩემი გულწრფელი პოზიციაა“, – დასძინა გიორგი ბარამიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version