აშშ მიესალმება ყაზახური გაზის საქართველოში იმპორტის შესაძლებლობას

თბილისში 22 ნოემბერს გახსნილ ფორუმზე “ევროპის თავისუფლების ახალი ტალღა“ აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები “მიესალმება [საქართველოს] პრემიერ–მინისტრის მცდელობას იმუშავოს ყაზახეთთან ბუნებრივი აირის იმპორტის თაობაზე“.  


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 18-19 ნოემბერს ყაზახეთს ესტუმრა, სადაც მიაღწია შეთანხმებას ყოველწლიურად 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზის იმპორტის თაობაზე.


ახლა საქართველომ ყაზახური გაზის იმპორტის მიზნით რუსული მხარის თანხმობა უნდა მოიპოვოს, რადგანაც გაზი რუსეთის გავლით უნდა შემოვიდეს.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version