ხაინდრავა: მოსკოვს და ცხინვალს დესტრუქციული პოზიცია უკავიათ

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ, რომელიც 15–16 ნოემბერს ლიუბლიანაში ეუთოს ეგიდით მიმდინარე შერეული საკონტროლო კომისიის სხდომას ესწრება, 16 ნოემბერს განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მეორე დღემ “კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ [შსკ–ის] არსებულ ფორმატში მუშაობა შეუძლებელია“.


“ოსური და რუსული მხარეების დესტრუქციული პოზიცია პრაქტიკულად არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ რაიმე რეალური შედეგი მივიღოთ“, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ ტელეკომპანია “იმედთან“ სატელეფონო საუბარში.   


ხაინდრავამ განაცხადა, რომ მიუხედავად “ინციდენტისა“, რომელსაც მოლაპარაკებებზე ჰქონდა ადგილი, შსკ-ს სხდომა მაინც გრძელდება.   


სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, მან სხდომა მას შემდეგ დატოვა, რაც სამხრეთ ოსეთის მხარემ არ მისცა მას საშუალება თბილისის უარყოფითი პოზიცია დაეფიქსირებინა რუსული მხარის წინადადებაზე რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების, ასევე სამხრეთ ოსეთის ლიდერის მონაწილეობით შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით. 


შერეულ საკონტროლო კომისიაში (შსკ) რუსეთის მხარის წარმომადგენელი ვალერი კენიაიკინი ლუბლიანაში 16 ნოემბერს გამართულ შსკ-ს სხდომაზე რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და მიხეილ სააკაშვილის, ასევე სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერების ედუარდ კოკოითის და თეიმურაზ მამსუროვის ნოემბერში სოჭში შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version