სამხრეთ ოსეთის ლიდერი მოსკოვში ეუთოს თავმჯდომარეს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 სექტემბერს მოსკოვში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრი რუპელს შეხვდა.


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება და კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივები.


კოკოითთან შეხვედრამდე დიმიტრი რუპელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა და  სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარება განიხილა.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 17 ოქტომბრის ინფორმაციაში სამრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდნეტი კვლავ მოხსენიებულია როგორც “პრეზიდენტი”, არადა 4 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ განცხადებაში პროტესტი გამოთქვა ამის გამო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version