გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ გაერო განაგრძობს ძალისხმევას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით.
“ჩვენ ვერ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს, როგორიც მე მინდოდა, მაგრამ ჩვენი ძალისხმევა გრძელდება“, – განაცხადა ანანმა 10 ოქტომბერს ჟენევაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჰეიდი ტალიავინი განაგრძობს მუშაობას საქართველოს და რუსეთის მთავრობებთან ამ საკითხზე. “ისინი პერიოდულად ხვდებიან, აქ [ჟენევაში], [გაეროს გენერალური მდივნის] მეგობარი ქვეყნების შეხვედრაზე“, – დასძინა ანანმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)