დამკვირვებლები არჩევნებს დადებითად აფასებენ

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ 1 ოქტომბერს ხუთ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნების პორცესს დადებითად აფასებენ.


“სამართლიანი არჩევენბისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელის თამარ ჟვანიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებზე გარკვეული სახის ხარვეზები დაფიქსირდა, რაც ძირითადად ამომრჩეველთა არაზუსტ სიებს უკავშირდებოდა, “მთლიანაობაში არჩევნები სამართლიანად ჩატარდა“.


“საარჩევნო ადმინისტრაციამ მართლა მოინდომა, რათა კარგად ჩაეტარებინა ეს არჩევნები“, – განაცადა თამარ ჟვანიამ.


“ახალი თაობა – ახალი ინიციატივას“ ხელმძღვანელის კოკი იონათამიშვილის განცხადებით, იმ დარღვევებს. რაც არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირდა, რეალური გავლენა არ მოუხდენია არჩევნების საბოლოო შედეგებზე.


“აქედან გამომდინარე არანაირი საფუძველი არ არის, რომ ეს არჩევნები დადაებითად და სამართლიანად არ შევფასდეს”,– განუცხადა იონათამიშვილმა “სივილ ჯორჯიას.“


თუმცა თამარ ჟვანიამ ისიც განაცხადა, რომ არჩევნებმა გამოავლინა საარჩევნო კოდექსში არსებული ხარვეზები, რაც შესწორებას საჭიროებს. მისივე თქმით, ასევე საჭიროა ამომრჩეველთა სიების შედგენაზე სისტემატური მუშაობა და ქვედა დონის საარჩევნო ადმინისტრაციებში პროფესიონალიზმის ამაღლება.


შუალედური არჩევნები 1 ოქტომბერს ხუთ საარჩევნო ოლქში – ისანში, შუახევში, ბათუმში, ქობულეთსა და ტყიბულში ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით ხუთივე ოლქში სახელისუფლებო კანდიდატები ლიდერობენ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version