ცსკ-მ კობა ხაბაზის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკ) არ დააკმაყოფილა “სამართლებრივი განვითარების საზოგადოების“ საჩივარი ქობულეთის ოლქში “ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატის კობა ხაბაზის არჩევნებიდან მოხსნის თაობაზე.


“სამართლებრივი განვითარების საზოგადოება“ კობა ხაბაზს ადმინისტრაციული რესურსებისა და საბიუჯეტო სახსრების გამოყენებაში ადანაშაულებს.


თუმცა ცსკ–ს თავმჯდომარის გია ქავთარაძის განცხადებით, კობა ხაბაზის წინააღმდეგ ბრალდება არ დადასტურდა და სახელისუფლებო კანდიდატი ქობულეთის ოლქში არჩევნებში მონაწილეთა სიაში რჩება.


დღესვე  ოპოზიციური “კონსერვატორული“ პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა, “ახალ მემარჯვენეებთან“ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე, ასევე დაადანაშაულა კობა ხაბაზი ამომრჩევლის მოსყიდვაში და საარჩევნო რეგისტრაციიდან მისი მოხსნის საკითხი დააყენა.


პარლამენტის შუალედური არჩევნები 1 ოქტომბერს ხუთ საარჩევნო ოლქში – ისანში, ქობულეთში, ბათუმში, შუახევსა და ტყიბულში ჩატარდება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version