სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, 20 სექტემბერს ნაღმტყორცნებიდან ცხინვალის დაცხრილვის შედეგად შვიდი სამოქალაქო პირი, მათ შორის ორი წლის ბავშვი, დაშავდა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ცეცხლი საღამოს 7 საათზე ქართულ სოფელ ერგნეთიდან გახსნეს.
სამხრეთ ოსეთის მხარე ასევე იტყობინება, რომ ცხინვალს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა “სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად კონცერტი იმართებოდა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)