აფხაზეთის ლიდერი ცხინვალს სტუმრობს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში 19 სექტემბერს ცხინვალს ესტუმრა, სადაც 19-20 სექტემბერს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობის დღის” აღსანიშნავ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.


ბაღაფშს თან ახლავს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა და
თავდაცვის მინისტრი სულთან სოსნალიევი.


სერგეი ბაღაფშმა და სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა უკვე მოაწერეს ხელი ორმხრივ შეთანხმებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის შესახებ.


სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, ცხინვალს ასევე ესტუმრნენ დნესტრისპირეთის და მთიანი ყარაბაღის დელეგაციები, ასევე რუს პარლამენტართა ჯგუფი და ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version