ივანოვი: რუსეთი გადახედავს პოლიტიკას საქართველოსთან, თუ ის ნატოში შევა

ბერლინში 13 სექტემბერს პრეს-კონფერენციაზე საუბრისას რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი გადახედავს თავის პოლიტიკას უკრაინასთან და საქართველოსთან, თუ ეს ქვეყნები ნატოს წევრები გახდებიან, იტყობინებიან “ინტერფაქსი“ და “რია ნოვოსტი“.


“ნატოში შესვლა ან არშესვლა თითოეული სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა, იქნება ეს უკრაინა, თუ საქართველო, თუმცა ამას მოყვება ჩვენი ურთიერთობების გადახედვა ამ სახელმწიფოებთან და არა მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში“, – განაცხადა სერგეი ივანოვმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version