რუსეთის საელჩო რუს ჟურნალისტებზე თავდასხმას გმობს

საქართველოში რუსეთის საელჩომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც დაგმობილია 3 სექტემბერს კახეთის სოფელ ნაფარეულში ტელეკომპანია  НТВ–ს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტი.


НТВ–ს ჟურნალისტები კახეთის რეგიონს ეწვივნენ, სადაც ადგილობრივი მოსახლების აზრის გაგება სურდათ ეროტიკულ ფილმზე “იულია”, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს პაროდიას წარმოადგენს. ფილმის სპონსორია რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია ვლადიმერ ჟირინოვსკის ხელმძღვანელობით.


სოფელ ნაფარეულში ადგილობრივმა მოსახლეობამ, მათ შორის გამგებელმა, ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მას შემდეგ რაც მათ ადგილობრივ მოსახლეობას ფილმის შესახებ თავიანთი აზრის გამოხატვა სთხოვეს. რამოდენიმე მათგანმა ჟურნალისტებს ვიდეოკამერაც კი დაუზიანა.


რუსეთის საელჩომ საპროტესო ნოტა გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, რომ დაუყოვნებლივ დაისაჯონ დამნაშავეები და ანაზრაურებული იქნას მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანი. 


“ინციდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში იზრდება უცხოელი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების რაოდენობა”, ნათქვამია რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ქართულ მხარეს ამასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version