აფხაზეთი ფართო-მასშტაბიანი წვრთნებისთვის ემზადება

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 15-19 აგვისტოს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები იგეგმება, რომელშიც 6,000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“.


„აფსნიპრესი“ აცხადებს აფხაზეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის ანატოლი ზაიცევის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ სამხედრო წვრთნებში, რომელიც ოჩამჩირის რაიონში გაიმართება, ჯავშანტექნიკა, არტილერია, საზღვაო და საჰაერო ძალები მიიღებენ მონაწილეობას.


ზაიცევის თქმით, წვრთნების სცენარის მიხედვით, აფხაზეთის ჯარები განახორციელებენ მტრის საზღვაო დესანტის გადმოსხმის ოპერაციის მოგერიებას.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version