უგულავა და არველაძე მოსკოვში იმყოფებიან

თბილისის მერი გიგი უგულავა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი არველაძე მოსკოვში იმყოფებიან, იუწყებიან ქართული სააგენტოები 4 აგვისტოს.
 
ვიზიტის ოფიციალური მიზეზის შესახებ არ იუწყებიან, თუმცა ვარაუდობენ რომ ვიზიტი შესაძლოა უკავშირდებოდეს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის მომზადებას. ეს შეხვედრა სავარაუდოდ რუსეთის ქალაქ ყაზანში გაიმართება, სადაც აგვისტოს ბოლოსთვის დსთ–ის ლიდერთა სამიტი იგეგმება.


გიგი უგულავა, თბილისის მერად დანიშვნამდე ივლისში, პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version