რუსთავის მერი გადადგა

ქალაქ რუსთავის მერმა მერაბ ტყეშელკაშვილმა დღეს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. ჯერ-ჯერობით კომენტარი არ კეთდება თუ რა გახდა თანამდებობის დატოვების კონკრეტული მიზეზი.
 
რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ტყეშელაშვილის მოადგილე, გარდაბნის რაიონის ყოფილი გამგებელი დავით ნადაშვილი დაინიშნა.  
 
მერაბ ტყეშელაშვილი მერის თანამდებობაზე რუსთაველების მიერ 2002 წლის პირდაპირი არჩევნების გზით იქნა არჩეული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version