საქართველოს ხელისუფლებამ სოხუმს კუთვნილი ტვირთი დაუბრუნა

საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზურ მხარეს 3 ივლისს საქართველოს სანაპირო დაცვის მიერ სოხუმის სიახლოვეს დაკავებულ თურქულ გემზე არსებული ტვირთი, კერძოდ კი კვების პროდუქტები და სამშენებლო მასალები 1 აგვისტოს ღამით გადასცა, იტყობინება კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

საქართველოს სანაპირო დაცვამ 3 ივლისს საქართველოს ტერიტორიულ წყლების აფხაზეთის მონაკვეთზე უკანონოდ მცურავი თურქული გემი დააკავა და მისი ტვირთის კონფისკაცია მოახდინა. თუმცა მოგვიანებით პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით ტვირთის ადრესატისთვის, აფხაზური მხარისათვის გადაცემა გადაწყდა.


თუმცა ამ საზღვაო ინციდენტის გამო აფხაზურმა მხარემ პროტესტის ნიშნად მონაწილეობა არ მიიღო 22 ივლისს, თბილისში გაეროს ეგიდით დაგეგმილ ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version