რუსეთი გორის ტერაქტთან კავშირს უარყოფს

25 ივლისს გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო საქართველოს ბრალდებები გორის ტერაქტში რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობის შესახებ. 1 თებერვალს გორის პოლიციის წინ მანქანის აფეთქებას სამი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა.


“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად თვლის განაცხადოს, რომ რუსულ მხარეს არანაირი შეხება არ აქვს აღნიშნულ ტერაქტთან. პირები, რომელთა გვარებიც ნახსენებია საქართველოს შსს–ს განცხადებაში, რუსეთის არც ერთ ოფიციალურ სტრუქრურაში არ ირიციხებიან და არ მუშაობენ“, ნათქვამია საინფორმაციო შეტყობინებაში.


“მოსკოვში დარწმუნებულები არიან, რომ ამ ტიპის ინსინუაციები არ ემსახურება სამხრეთ ოსეთში სიტუაციის ნორმალიზებას, ისევე, როგორც რუსულ–ქართული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას“, აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version