შსს ‘ეჭვმიტანილის’ ბინაში გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებს

21 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქართული ტელეკომპანიების მეშვეობით გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც პრეზიდენტ ბუშის თბილისში ვიზიტისას ხელყუმბარის სროლაში ეჭვმიტანილის ვლადიმერ არუთუნიანის სახლშია გადაღებული.


გავრცელებულ კადრებში ნაჩვენებია რამოდენიმე ხელყუმბარა, სამხედრო ფორმა, ღამის ხედვის ხელსაწყო, რამოდენიმე აირწინაღი და სხვა სამხედრო აღჭურვილობა. თუმცა აღნიშნულ კადრებს შსს–ს მხრიდან არანაირი კომენტარი არ მოჰყოლია. ამდენად, ჯერ–ჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა იქნა აღმოჩენილი ეჭვმიტანილის ბინაში.


გავრცელებული ინფორმაციით, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს მოგვიანებით გამართავს ბრიფინგს.


20 ივლისს პოლიციასთან ორმხრივი სროლის შედეგად დაკავებული არუთუნიანი ვანო მერაბიშვილმა მოიხსენია, როგორც “სავარაუდო ეჭვმიტანილი“ ხელყუმბარის სროლაში, რომელიც 10 მაისს თავისუფლების მოედანზე პრეზიდენტ ბუშის სიტყვით გამოსვლის დროს განხორციელდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version