თვითგამოცხადებულ აფხაზეთში თეზ–ის შექმნაზე მსჯელობენ

აფხაზური გაზეთი “ნუჟნაია გაზეტა“ 19 ივლისს იუწყება, რომ თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტს უკვე წარედგინა კანონპროექტი, რომელიც არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე თავისუფალი ეკონომიკური ზონების (თეზი) შექმნას ითვალისწინებს.


გაზეთი კანონპროექტის ერთ–ერთ ავტორზე რუსლან ჯოფუაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პროექტი აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელებისთვის “ხელსაყრელ პირობებს” შექმნის. მისი თქმით, თეზ–ის პოტენციური ტერიტორიები ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონებში ინვესტორებისათვის სამი წლის განმავლობაში გადასახადებისაგან თავისუფალი იქნება.


ჯოფუას განცხადებით, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს სავარაუდოდ შემოდგომაზე განიხილავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version