ნოღაიდელი მინისტრების დღის წესრიგში სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო გეგმის გათვალისწინებას ითხოვს

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა კაბინეტის წევრებს თავიანთ სამუშაო დღის წესრიგში პრეზიდენტის  სამშვიდობო გეგმის გათვალისწინება დაავალა, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას ისახავს მიზნად.


“მინისტრებმა, როგორც საგარეო, ისე საშინაო ასპარეზზე უნდა იხელმძღვანელონ პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმით“, განაცხადა ნოღაიდელმა 13 ივლისს.


მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ელოდება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების, საერთაშორისო საზოგადოების და “განსაკუთრებით რუსეთის“ გამოხმაურებას სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით, რომელის 10–11 ივლისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე იქნა განხილული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version