ბაღაფში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრობს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, აფხაზეთის გავლით თბილისი–მოსკოვის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა უფრო მომგებიანია საქართველოსთვის, სომხეთისთვის და რუსეთისთვის, ვიდრე აფხაზეთისთვის.


“თუ აფხაზეთისთვის [რკინიგზით] ტვირთის გადატანის ტარიფი მისაღები იქნება და მთელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს 1200 სამუშაო ადგილს, მაშინ ჩვენ დავთანხმდებით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას“, იუწყება 12 ივლისს “რეგნუმი“ დე ფაქტო პრეზიდენტის სიტყვებზე დაყრდნობით.


მისი თქმით, რკინიგზა, აღდგენის შემთხვევაში, მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებს უნდა მოემსახუროს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version