სააკაშვილი: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დეპუტატად იყრის კენჭს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 ივლისს გადაკვრით მიანიშნა, რომ მმართველი პარტია “ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბიძინა ბრეგაძეს ისნის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად წარადგენს.


“ვფიქრობ, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ბიძინა ბრეგაძის დასახელების თაობაზე“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 12 ივლისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.


მან ასევე განაცხადა, რომ შუალედური არჩევნები საქართველოს ხუთ მაჟორიტარულ ოლქში “სავარაუდოდ, 2 ოქტომბერს გაიმართება“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version