პრეზიდენტი ჩაქვში ქართულ-ოსური კონფლიქტის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 10-11 ივნისს ჩაქვში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საკითხთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილება ყველა ის წინადადებები, რაც აქამდე საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგინა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მიზნით.


“არ ვაპირებ წლების განმავლობაში კონფლიქტის მოგვარებისთვის ლოდინს… ჩვენ ვიქნებით აგრესიულები მშვიდობის ძიებაში და სამშვიდობო ინიციატივების მომხრე“, განუცხადა ჟურნალისტებს 8 ივლისს ბათუმში გამგზავრებისას მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია ჩაქვში 10-11 ივლისს გაიმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღებენ.

კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ამ ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version