პარლამენტმა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 8 ივლისს 136 ხმით 0-ის წინააღმდეგ ეროვნულის უსაფრთხოების კონცეფცია დაამტკიცა.


დოკუმენტი ასახავს ქვეყნის ფუნდამენტალურ ეროვნულ ფასეულობებს; ეროვნულ ინტერესებს;  გამოწვევებს; საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარ მიმართულებებს და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს. 


ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მიღება საქართველოს მთავრობის მიერ ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებულ ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version