სააკაშვილი შეშფოთებას გამოხატავს ლონდონის ტერორისტული აქტის გამო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლონდონში 7 ივლისს მომხდარი ტერორისტული აქტის გამო წერილით მიმართა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის პრემიერ-მინისტრს ტონი ბლეერს. პრეზიდენტმა ქართველი ხალხის სახელით ღრმა მწუხარება გამოთქვა ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებული ოჯახების მიმართ.


“შეძრწუნებული ვარ ლონდონში მომხდარი შემზარავი ტერორისტული აქტის გამო. ამ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების სადარაჯოზე მდგომი ქვეყნების წინაშე არსებული საფრთხეები“, ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.


მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქვეყანა მზად არის ბრიტანეთის ხელისუფლებას და ბრიტანელ ხალხს საჭირო დახმარება აღმოუჩინოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version