აფხაზეთს რუსი ბიზნესმენები სტუმრობენ

რუს ბიზნესმენთა ჯგუფი საზოგადოებრივი ორგანიზაცია “დელოვაია როსია“ -ს თავმჯდომარის ბორის ტიტოვის ხელმძღვანელობით 7 ივლისს სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს შეხვდა.


სერგეი ბაღაფში, რომელიც სოხუმში 6 ივლისს დაბრუნდა, ერთკვირიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ეკონომიკურ საკითხებს განიხილავდა.

“დელოვაია როსია“-ს ვებ-გვერდის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები ასევე გეგმავენ შეხვედრებს აფხაზ ბიზნესმენებთან თანამშრომლობის საკითხის განხილვის მიზნით.


ბორის ტიტოვი კომპანია “ინტერხიმპრომის” აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეცაა. აფხაზეთს ასევე სტუმრობს ამავე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ოსიპოვი. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version