მსოფლიო ბანკი საქართველოს წყალდიდობით მიყენებული ზარალის ანაზღაურებაში ეხმარება

მსოფლიო ბანკმა საქართველოს გაზაფხულზე მომხდარი წყალდიდობით მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით გამოუყო დამატებითი დაფინანსება 13 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, ქვეყანაში მოქმედი სარწყავ-სადრენაჟო მომხმარებელთა ორგანიზაციების განვითარების პროექტის ფარგლებში.


ამ თანხიდან 5,2 მლნ აშშ დოლარი გრანტის სახით გაიცემა, ხოლო 7,2 მლნ დოლარი კრედიტის სახით.


საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში გაზაფხულზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობამ დაახლოებით 40-50 მლნ ლარი შეადგინა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version