სააკაშვილი სამართალდამცავების მუშაობას დადებითად აფასებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 1 ივლისს დადებითი შეფასება მისცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმს იმ პროფესიონალიზმისთვის, რაც, მისი თქმით, მათ რუსთაველის გამზირზე 30 ივნისის ღამეს წესრიგის აღდგენის დროს გამოავლინეს.  


კითხვაზე, თუ რას ფიქრობდა იგი ოპოზიციური პარტიების მოთხოვნაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების თაობაზე, სააკაშვილმა განაცხადა: “კიდევ რა უნდათ [ოპოზიციურ პარტიებს]?“ 


“დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო, რომ ახლა ჩვენ ყველაზე პროფესიონალური და არაკორუმპირებული პოლიცია გვყავს პოსტ-საბჭოთა სივრცეში და მზად ვარ მათ ყოველდღე მადლობები ვუხადო ამისათვის“, განუცხადა მან ჟურნალისტებს.


მან ასევე კომენტარი გააკეთა იმ ხელჩართულ ბრძოლაზე, რომელიც ოპოზიციური პარტიების და “ნაციონალური მოძრაობის” კანონმდებლებს შორის პარლამენტში გაჩაღდა და მას “კომიკური” უწოდა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version