ილია მეორის ინიციატივით რელიგიურ ორგანიზაციათა საბჭო შეიქმნა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით 15 ივნისს რელიგიურ ორგანიზაციათა საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა, რომელშიც საქართველოში არსებული თითქმის ყველა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები გაერთიანდნენ.


საპატრიარქოს წარმომადგენლის ზურაბ ცხოვრებაძის ინფორმაციით, საბჭოში მართმადიდებლურ ეკლესიასთან ერთად შედიან კათოლიკეები, იუდაიზმის მიმდევრები, გრიგორიანები, მუსულმანები, ბაბტისტისტები და რელიგიური მიმდინარეობა 50-იანელები.


საბჭოს შექმნის მიზანია საქართველოში სოციალური ფონის გაუმჯობესებასა ახალგაზრდების ჯანსაღ ცხოვრებაზე ერთობლივი ზრუნვა.


“რაც მთავარია, საბჭოს ყველა წარმომადგენელი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ მიმართულებითაც დაიწყება მუშაობა“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ზურაბ ცხოვრებაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version