დუშეთში წყალდიდობამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა

მცხეთა-მთიანეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა ვასილ მაღლაფერიძემ ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა, რომ 15 ივნისს ღამით დუშეთის რაიონში მომხდარ განმეორებით წყალდიდობას ერთი ქალბატონის სიცოცხლე შეეწირა.


“ორსაათიანმა ძლიერმა წვიმამ თავად დუშეთში და დუშეთის რაიონის სოფლებში გამოიწვია კატასტროფა. ამ სტიქიური უბედურების მასშტაბები ბევრად უფრო დიდია, დუშეთში რამდენიმე დღის წინ მომხდარ წყალდიდობასთან შედარებით,” განაცხადა მაღლაფერიძემ.


13 ივნისს ღამით დუშეთის რაიონში მოსული ძლიერი წვიმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 40 სახლი დაიტბორა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version