თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქციას საერთაშორისო კონსორციუმი განახორციელებს

სამი კომპანიისგან – თურქული Çelebi Group, ლუქსემბურგში განთავსებული Gestion en Technique Spéciale (GTS) და ამერიკული A&J – შემდგარი კონსორციუმი 62 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქციაზე მომდევნო 12 თვის განმავლობაში, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა 16 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.


ალექსიშვილის თქმით, რეკონსტრუქციის შემდეგ თბილისის აეროპორტი შეძლებს მოემსახუროს 330/340 ტიპის თვითმფრინავებს და საათში 2000 მგზავრს.


რეკონსტრუქციის შემდეგ სამი კომპანიისგან შემდგარი კონსორციუმი ერთობლივად განახორციელებს აეროპორტის მართვას მომდევნო ათნახევარი წლის განმავლობაში.    



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version