16 მაისიდან ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ რვა ენერგოობიექტზე საპრივატიზაციო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. ეს პროცესი 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ენერგოობიექტების ნუსხაში შესულია ექვსი ჰიდროელექტროსადგური: “რიონჰესი“, “გუმათჰესის კასკადი“, “ლაჯანურჰესი“ , “ძევრულჰესი“, “შაორჰესი“ და “აწჰესი“; და ორი სადისტრიბუციო კომპანია: შპს “აჭარის ენერგოკომპანია“ და სს”საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“.
ყველა საპრივატიზაციო ენერგოობიექტის აქციათა 100%-ის მფლობელი სახელმწიფოა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)