ლავროვი ბაზებზე კომენტარს აკეთებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 16 მაისს ვარშავაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი ვარშავაში ევროპის საბჭოს სამიტის პარალელურად შეხვდა თავის ქართველ კოლეგას სალომე ზურაბიშვილს.


ლავროვის თქმით, მათ გადაწყვიტეს, რომ სამხედრო ბაზებზე მოლაპარაკებებში მონაწილე რუსული და ქართული დელეგაციების ხელმძღვანელები შეთანხმდებიან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის თარიღზე და ადგილზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ვარშავაში სამხედრო ბაზებზე რაიმე სიღრმისეულ განხილვას ან მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია.


“რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხი, ძირითადად, გადაწყვეტილია რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ. ახლა, პროფესიონალები [რუსი და ქართველი ექსპერტები] უნდა შეთანხმდნენ, თუ როგორ განახორციელონ გამოყვანის პროცესი. ჩვენ დიდი ხნის წინაც შევთანხმდებობით, პროფესიონალურ დონეზე რომ გვესაუბრა. მოლაპარაკებების პოლიტიკური თამაშებისთვის გამოყენება აფერხებს და ართულებს პროცესს“, განაცხადა სერგეი ლავროვმა.


ქართული მხარე მიესალმა რუსეთის მიერ ცოტა ხნის წინ წარდგენილ წინადადებას ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე, რომელიც, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თქმით, გულისხმობს ბაზების გაყვანას 2008 წლის თებერვლამდე. თუმცა, ბურჯანაძის თქმით, რამდენიმე საკამათო საკითხი კვლავ არსებობს, რომელთა დაკონკრეტებისგანაც მან თავი შეიკავა.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version