საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

12 მაისს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
 
აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდნეტმა აზერბაიჯანელ კოლეგას 9-10 მაისს საქართველოში აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტის შედეგები გააცნო. 


პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს 25 მაისს ბაქოში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიალის საკითხები. საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მოხარული იქნება მონაწილეობა მიიღოს ამ ღონისძიებაში.


ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს რეგიონალური პრობლემები, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების გამყარების და სხვა ორმხრივი საკითხები.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version