გენერალური შტაბის უფროსი ნატოს შტაბბინაში გაემგზავრა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ლევან ნიკოლეიშვილი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დღეს ბრიუსელში გაემგზავრა.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს შტაბბინაში 11–12 მაისს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების გენშტაბის უფროსების ყოველწლიური გეგმიური შეხვედრა გაიმართება, სადაც განიხილავენ სამხედრო რეფორმების ძირითად ასპექტებს, მიღწეულ შედეგებს და სამომავლო გეგმებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version