გალში გაეროს ეგიდით ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები მიმდინარეობს

გალის რაიონში, გაეროს ეგიდით ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, სადაც ქართულ მხარეს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა, აფხაზურს კი დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა წარმოადგენს. შეხვედრას ასევე ესწრება საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჰეიდი ტალიავინი.


სახელმწიფო მინისტრის პრეს–სამსახურის ცნობით, მონაწილეები განიხილავენ კონკრეტულ საკითხებს – კონფლიქტის ზონაში სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა იდენტიფიცირებას; კონფლიქტის ზონაში ნებადართული პირადი იარაღის კალიბრისა და ტიპის დადგენა; კონფლიქტის ზონაში დამნაშავეობასთან ბრძოლისა და სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელების მიზნით, ორივე მხარის რეგიონალურ ადმინისტრაციასა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაზრდა; ენგურის ხიდზე ავტობუსის რეისის ამოქმედება; მხარეების მიერ დანაღმული მინდვრების რუქების წარმოდგენა; კონფლიქტის ზონაში მხარეებს შორის კავშირის ცხელი ხაზის ამოქმედება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version