შესაძლოა ნოღაიდელი–კოკოითის შეხვედრა შედგეს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას ინფორმაციით, 21 აპრილს შესაძლოა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეხვედრა შედგეს.


“ჩვენ ოსურ მხარეს ამ წინადადებით მივმართეთ“, განუცხადა 19 აპრილს “სივილ ჯორჯიას“ გოგა ხაინდრავამ.


სახელმწიფო მინისტრი შესაძლო შეხვედრის მომზადების მიზნით დღეს  ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა. 


გოგა ხაინდრავას თქმით, იმის მიუხედავად შედგება თუ არა ნოღაიდელი–კოკოითის შეხვედრა, 21 აპრილს პრემიერ-მინისტრი ქართულ-ოსურის კონფლიქტის ზონაში ჩასვლას და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მაინც გეგმავს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version