ოქრუაშვილი: არმიის განვითარების ფონდის მუშაობა გამჭვირვალეა

19 აპრილს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა კრწანისის სასწავლო ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არმიის განვითარების ფონდიდან თანხები გამჭვირვალედ იხარჯება და “დაფარული არაფერია“.


“ფონდის შექმნიდან დღემდე დახარჯულია არაუმეტეს 20 მლნ ლარისა და ინფორმაცია, თითქოს ფონდში 500 მლნ–მა ლარმა გაიარა, სისულელეა“ განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. 


მინისტრის თქმით, თანხების ძირითადი ნაწილი ჯარისკაცების პირად აღჭურვასა და სხვა საჭირო ნივთების შეძენას ხმარდება.


ხელისუფლებამ არმიის განვითარების ფონდზე განმარტებები მას შემდეგ გააკეთა, რაც 4 აპრილს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თავდაცვის სამინისტროში ფინანსების არაგამჭვირვალობის გამო შეშფოთება გამოთქვეს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version