მმართველი პარტიის წევრები ოპოზიციაში გადადიან

ზაურ გურგენიძე, რომელმაც “ნაციონალური მოძრაობა” გასულ კვირას დატოვა, რესპუბლიკური პარტიის თერჯოლის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გახდა.


“ნაციონალური მოძრაობის” თერჯოლის წარმომადგენლობის 50–მდე  წევრმა, ზაურ გურგენიძის ხელმძღვანელობით, პარტია ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობის მოტივით 13 აპრილს დატოვა.


19 აპრილს გაზეთი “რეზონანსი” იტყობინება, რომ აჭარის პარლამენტის წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ხათუმა სამნიძე ასევე აპირებს მმართველი პარტიის დატოვებას და რესპუბლიკურ პარტიაში გადასვლას.    


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version