რუსული წყარო: საქართველო რუსული ბაზების გასაყვანად 2 წელს ითხოვს

18 აპრილს “იტარ–ტასი” რუსეთის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთი არ გადადგამს ნაბიჯებს საქართველოდან ბაზების გასაყვანად მანამ, სანამ რუსულ–ქართულ მოლაპარაკებებზე არ იქნება ორივე მხარისათვის მისაღები შეთანხმება მიღწეული. ამასთან, უცნობი წყარო “ჩაშლილად“ აფასებს 14–15 აპრილს თბილისში გამართულ ქართულ–რუსულ მოლაპარაკებებს.


“რუსეთის ოფიციალური პოზიცია ამ [ბაზების გაყვანის] საკითხთან დაკავშირებით არ შეცვლილა და არც შეიცვლება – ჩვენ გვჭირდება მინიმუმ 3–4 წელი ბაზების გასაყვანად. ამაზე ორჯერ ნაკლები ვადა კი, რომელსაც ქართული მხარე ულტიმატუმის ფორმით გვთავაზობს, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია“, აცხადებს “იტარ–ტასი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version