სუუამი ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გაუწევს კოორდინაციას

საინფორმაციო სააგენტოები “ინტერფაქსი” და “რია ნოვოსტი” უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივნის პიოტრ პოროშენკოს სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ სუუამი – საქართველოს, უკრაინის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის და მოლდოვას კოალიცია – ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წევრი ქვეყნების ინტეგრაციის პროცესს  გაუწევს კოორდინაციას.


ეს გადაწყვეტილება 16 აპრილს სუუამის წევრი ქვეყნების ეროვნული უშიშროების საბჭოების მდივნების შეხვედრის დროს იქნა მიღებული.


პიოტრ პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ 22 აპრილს კიშინიოვში დაგეგმილ სუუამის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტზე საქართველოს, აზერბაიჯანის და მოლდოვას გაყინული კონფლიქტების და ენერგოუსაფრთხოების საკითხები იქნება განხილული.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version