Human Rights Watch: მიუხედავად მთავრობის მცდელობისა, წამების ფაქტები კვლავ სახეზეა

12 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაში Human Rights Watch–ი აცხადებს, რომ გარკვეული მცდლობების მიუხედავად საქართველოს მთავრობამ ვერ შეძლო სამართალდამცავ სტრუქტურებში დაკავებულთა წამების ფაქტების აღმოფხვრა.  


“მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წევრებმა კარგად იცოდნენ საქართველოში წამების პრობლემის არსებობის შესახებ, ისინი დაგვიანებით რეაგირებდნენ ამგვარ მოვლენებზე და დროდადრო გულგრილობასაც იჩენდნენ მათ მიმართ. თავიანთი განცხადებებით პრეზიდენტი [მიხეილ სააკაშვილის] და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები თითქოსდა სტიმულს აძლევდნენ სამართალდამცავების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს“, ნათქვამია დოკუმენტში – “საქართველო: წამების წინააღმდეგ გაურკვეველი რეფორმა“.


დოკუმენტის თანახმად, ხელისუფლებამ 2004 წლის ოქტომბრისთვის მთავრობის დღის წესრიგში წამების საკითხის შეტანის თაობაზე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეთანხმებული მცდელობის შედეგად, მზადყოფნა გამოხატა მათ მოსასმენად. იგულისხმება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფების შექმნა, რომელთა საქმიანობაც ითვალისწინებს დაკავების საკნებში და ციხეებში მონიტორინგის განხორციელებას. Human Rights Watch ასევე მიესალმება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აღადგინონ ეუთოსთან ერთობლივი პროექტი წამების წინააღმდეგ ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version