საქართველოს საგარეო უწყება რუსულ-ქართულ მოლაპარაკებებზე კომენტარს არ აკეთებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარს აცხადებს მოლაპარაკებების დასრულებამდე კომენტარი გააკეთოს სამხედრო ბაზებთან დაკავშირებულ რუსულ-ქართულ მოლაპარაკებებზე.


“მოლაპარაკებები გრძელდება, ასე რომ ჩვენ ჯერ კომენტარს არ გავაკეთებთ. რუსეთის დელეგაცია თბილისში, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებში ჩამოვა“, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი გომიაშვილმა 28 მარტს გამართულ ბრიფინგზე. მან აქვე დასძინა, რომ მოლაპარაკებების “პროცესი სავარაუდოდ მაისის შუა რიცხვებისთვის დასრულდება“.   


მოსკოვში 23-25 მარტს გამართულ მოლაპარაკებებზე ქართულმა და რუსულმა მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსეთის ორი სამხედრო ბაზის გაყვანის ვადებთან დაკავშირებით. 

10 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ მიღებული დადგენილება 15 მაისამდე რუსულ მხარესთან საქართველოს ტერიტორიიდან ბაზების გაყვანის “გონივრულ ვადებზე“ შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ავალებს აღმასრულებელ ხელისუფლებას მიიღოს შესაბამისი ზომები ამ ბაზების მიმართ. ეს დადგენილება ბაზების გაყვანის ბოლო ვადად 2006 წლის 1 იანვარს განსაზღვრავს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version