რუსი სენატორი: რუსულ-ქართული ურთიერთობები ვითარდება

რუსეთის ზედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ მარგელოვმა 28 მარტს განაცხადა, რომ “მიუხედავად სირთულეებისა, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მაინც ვითარდება“.


“რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები [საქართველოს ექს-პრეზიდენტების ზვიად]  გამსახურდიას და [ედუარდ] შევარდნაძის დროინდელი მემკვიდრეობის გავლენის ქვეშ იმყოფება. საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება ქვეყნის მოდერნიზაციის პრობლემის წინაშე დგას და რუსეთს შეუძლია დახმარება ამ პროცესში“, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“ მარგელოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


მისი თქმით, რუსეთის “პრო-ქართული საგარეო პოლიტიკა გულისხმობს ორმხრივი რუსულ-ქართული ურთიერთობების გაძლიერებას“.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version