სააკაშვილის მოსკოვში ვიზიტი ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის

საქართველოს პრეზიდნეტის მიხეილ სააკაშვილის 9 მაისს დაგეგმილი ვიზიტი მოსკოვში ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის. ამის შესახებ “სივილ ჯოერჯიას“ სახელმწიფო კანცელარიაში 28 მარტს აცნობეს.


9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 60 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე  ყოფილი საბჭოთა ქვეყნების პირველი პირები და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც არიან მიწვეულები. მათ შორისაა აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში.


მოსკოვში ჩასვლაზე უარი უკვე განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ, რომელიც ამ დღეს “საკუთარ ხალხთან ერთად აღნიშნავს“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version