საქართველოსა და რუსეთს შორის საბორნე მიმოსვლის განხორციელება დაიწყო

27 მარტს ფოთის პორტსა და რუსეთის პორტ კავკასიას შორის სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის განხორციელება დაიწყო.


შეთანხმებას სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის თაობაზე, რომელიც კვირაში ერთხელ განხორციელდება, მხარეებმა იანვარში მოაწერეს ხელი.


ამჟამად, საქართველო საბორნე მიმოსვლას რუმინეთთან, ბულგარეთთან და უკრაინასთან ახორციელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version