რაისი: რუსეთის გარშემო რკალის შექმნას არავინ ცდილობს

აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა  “ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პოსტ საბჭოთა სივრცეში რუსეთის ირგვლივ დრამატული რკალი იქმნება, “თუმცა ამ რკალის შექმნას არავინ ცდილობს“, იუწყება 26 მარტს “რია ნოვოსტი“ რაისის სიტყვებზე დაყრდნობით.


აშშ–ს სახელმწიფო მდივნის განცხადებით, პოსტ–საბჭოთა სიცრცეში მიმდინარე დემოკრატიზაციისა და ლიბერალიზაციის პროცესს აშშ ხელს უწყობს, “თუმცა ეს არ არის ამ ქვეყნებზე კონტროლის საკითხი“, დასძენს კონდოლიზა რაისი.


რაისის განცხადებით, იმ ქვეყნებს, რომელთაც ცვლილებები სურთ, უჩნდებათ მისწრაფება გაიზიარონ საქართველოს, უკრაინის ან ყირგიზეთის გამოცდილება.

მისივე თქმით, რუსეთში არის მოსაზრება, რომ რუსეთი იდევნება პოსტ–საბჭოთა სივრციდან, “თუმცა ეს ის გზა არ არის, საითკენაც საერთაშორისო პოლიტიკა ვითარდება”.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version