სააკაშვილი ყირგიზეთის ოპოზიციას აკაევისთვის ფიზიკური ხელშეუხებლობის გარანტიის მიცემას ურჩევს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყირგიზეთში შექმნილ ვითარებას “გართულებულს“ უწოდებს.


გავრცელებული ინფორმაციით, ყირგიზეთის დედაქალაქს და სამთავრობო შენობებს ამ დროისათვის ოპოზიცია აკონტროლებს.


პრეზიდენტი სააკაშვილი ყირგიზეთის ოპოზიციას ურჩევს ქვეყნის პრეზიდენტს ასკარ აკაევს ფიზიკური ხელშეუხებლობის გარანტია მისცეს და “მაქსიმალურად ერიდოს ძალადობას“.   


22 მარტს პრეზიდენტის პრეს-სამსახური იტყობინებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ასკარ ასკაევს წერილით მიმართა და ოპოზიციასთან შუამავლის როლის შესრულება შესთავაზა, რაც ყირგიზეთის პრეზიდენტის ადამინისტრაციამ უარყო. 
 
“წინა დღეებში იყო შანსი, რომ საქართველოს შუამავლის როლი ეთამაშა, სამწუხაროდ პრეზიდენტმა აკაევმა ამას უპასუხა, რომ ყველა ოპოზიციონერი კრიმინალია და მათთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. ეს იყო ჩვენდამი პასუხი“, განაცხადა 24 მარტს მიხეილ სააკაშვილმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version