ბაღაფში: აფხაზეთის რუსეთის ასოცირებული წევრობა კვლავაც აქტუალური საკითხია

რუსეთის სათათბიროში 18 მარტს გამართულ პრეს–კონფერენციაზე თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ აფხაზეთის რუსეთის ფედერაციაში ასოცირებულ წევრად მიღება კვლავაც აქტუალური საკითხია, იუწყება “ინტერფაქსი“.


“ეს თემა კვლავაც აქტუალურია და დღის წესრიგში რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს სათათბიროსთან, რათა ამ საკითხმა გაგრძელება ჰპოვოს“, განაცხადა ფრაქცია “როდინადან“ სათათბიროს ვიცე–სპიკერთან სერგეი ბაბურინთან შეხვედრის შემდეგ ბაღაფშმა.


11 მარტს რუსეთის სათათბირომ ჩააგდო ფრაქცია “როდინას“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი რუსეთის ფედერაციაში ახალი სუბიექტების (ყოფილი საბჭოთა ავტონომიების) მიღების გამარტივებულ პროცედურებთან დაკავშირებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version